პოლონეთის პრეზიდენტის ვინაობა არჩევნების მეორე ტურში გაირკვევა. წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში საჭირო ხმების რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. მომდევნო ტურში ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი და ოპოზიციის ლიდერი ანჯეი დუდა დაუპირისპირდებიან. ეგზიტპოლის მონაცემებით, მმართველი პარტიის ლიდერმა ამომრჩეველთა ხმების 32 პროცენტი მოიპოვა, დუდას კი ხმა ელექტორატის 34-მა პროცენტმა მისცა.