თბილისის ზღვის სასაფლაოზე ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს
თბილისის ზღვის სასაფლაოზე ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. ამ დრომდე უცნობია გარდაცვლილის ვინაობა და გარდაცვალების მიზეზები.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 26 წლის ახალგაზრდის ცხედარი დღეს დილით იპოვნეს.
გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.