საქართველოს კომერციულმა ბანკებმა, მიმდინარე წლის პირველი კვარატალი, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად, მოგებით დაასრულეს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანავრ-მარტში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 15 337 000 ლარი შეადგინა.
ამ პერიოდში, ბანკების მთლიანმა შემოსავლებმა 333 638 000 ლარი შეადგინა, სადანაც 245 954 000 ლარი პროცენტული შემოსავლებია, 25 898 000 ლარი - საკომისიოები და გაწული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები.
იანვარ-მარტში, ბანკების მთლიანმა ხარჯებმა 311 784 000 ლარი შეადგინა, სადანაც პროცენტული ხარჯები 122 372 000 ლარს შეადგენს.
ბოლოს კომერციული ბანკების მოგება 2008 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით დაფიქსირდა - 67 462 000 ლარზე. გასული წელი ბანკებმა 65 317 000 წაგებით დაასრულეს, ხოლო მიმდინარე წლის ინავრ-თებერვალი - 1 651 000 ლარის წაგებით.