შეერთებულმა შტატებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 25 მილიონიანი დახმარება უკვე გაუწია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვიქტორ კუშნირმა განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრისას უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები კიდევ ერთხელ განიხილა. უკრაინის ლეტალური იარაღით მომარაგების უფლებამოსილება პრეზიდენტ ობამას კონგრესმა 2 თვის წინ მიანიჭა, თუმცა უკრაინას ჯერჯერობით პენტაგონისგან თავდაცვითი იარაღი არ მიუღია.