ბრიტანეთში არჩევნების შედეგებს ითვლიან. წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები ლიდერობენ. კემერონის გუნდი მომავალ საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ უმრავლესობის მოსვლასაც შეძლებს. კონსერვატორები პარლამენტში საჭორო 329 მანდატის მიღებას შეძლებენ, ლეიბორისტები კი მხოლოდ 233 ადგილს დასჯერდებიან. რაც შეეხება ლიბერალ-დემოკრატებს, ისინი სავარაუდოდ 8 მანდატს მიიღებენ.