წინასწარი შედეგების თანახმად, დიდ ბრიტანეთში გამართულ არჩევნებზე მოქმედი პრემიერის, დევიდ კამერონის კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. BBC-ს მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების თანახმად, მან 650 ადგილიან თემთა პალატაში 316 მოიპოვა. მეორე ადგილზე ლეიბორისტები გავიდნენ, რომლებსაც 239 მანდატი ერგებათ. მესამე ადგილზე 58 ადგილით შოტლანდიის ეროვნულ პარტიაა.
ეგზიტპოლის თანახმად, ლიბერალ-დემოკრატებს 10 ადგილი ერგებათ, უელსის ნაციონალურ პარტია Plaid Cymru-ს 4, და ორ ორი - ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიას (UKIP) და მწვანეთა პარტიას.
ამ შემთხვევაში, კონსერვატორები დამოუკიდებლად უმრავლესობას ვერ შექმნიან და სხვა ძალებთან ალიანსზე მოლაპარაკება მოუწევთ.