დონეცკის, ლუგანსკისა და აფხაზეთის დეფაქტო მთავრობები ე.წ. „ნოვოროსიის“ ტერიტორიაზე აფხაზური ბანკების ფილიალების გახსნის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები ჯერჯერობით არაოფიციალური ხასიათისაა. აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკების დაწყებას უკრაინელ სეპარატისტთა ლიდერებიც ადასტურებენ.