გერმანია რუს ხალხს მეორე მსოფლიო ომისთვის ბოდიშს უხდის. საგანგებო განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოლგოგრადში გააკეთა. შტაინმაიერი რუს კოლეგასთან ერთად სიმფონიური ხელოვნების ფესტივალს დაეწრო, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „ვოლგოგრადი გმირი ქალაქია. ამ ქალაქის მცხოვრებლებმა დიდი ტანჯვა და განსაცდელი გადაიტანეს. საბოლოოდ მათ ნაცისტებისგან ევროპის გათავისუფლება შეძლეს. მე, როგორც გერმანიის მოქალაქე, ბოდიშს ვიხდი იმ სატანჯველის გამო, რაც ნაცისტებმა ამ ქალაქს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს და ევროპას მოუტანეს,“-აღნიშნა შტაინმაიერმა.