სერბეთი საკუთარ ტერიტორიაზე „თურქული ნაკადის“ გაზსადენის გატარებას შეუძლებლად მიიჩნევს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა განაცხადა. მისივე განმარტებით, პროექტის მიხედვით, რუსული გაზი სერბეთში საბერძნეთიდან უნდა შევიდეს, თუმცა ამ შემთხვევაში სერბეთმა საკუთარ ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენის მშენებლობა თავად უნდა დააფინანსოს. „ამ პროექტით სერბეთი აღარ იქნება სატრანზიტო ქვეყანა და ბუნებრივ აირს შეიძენს როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი, რაც ჩვენს ინტერესებში არ შედის,“-აღნიშნა ნიკოლიჩმა.