ბრიტანეთში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავს აღნიშნავენ. ლონდონში კენოტაფის მემორიალთან დღეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს წუთიერი დუმილით მიაგებენ. გვიან ღამით კი გაერთიანებულ სამეფოს სანაპიროებზე 200 შუქურას აანთებენ. მეორე მსოფლიო ომის დასრულება ბრიტანეთში 1945 წლის 8 მაისს იზეიმეს. ახალგაზრდა პრინცესა ელიზაბეტი მოზეიმე ხალხს მშობლებთან ერთად ბუკინგემის სასახლიდან მიესალმა.