ფრანგულ სატირულ ჟურნალ "შარლ ებდოს" რედაქციაზე თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი იემენში მოკლეს. ნასერ ალ ანსი ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის მიერ განხორციელებულ წერტილოვან დარტყმას ემსხვერპლა. "შარლ ებდოზე" თავდასხმა პარიზში იანვრის დასაწყისში განხორციელდა, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდას იემენური ფრთის ერთ-ერთმა ლიდერმა ალ ანსიმ აიღო.