უკრაინაში დემობილიზაცია იწყება. შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა პოროშენკომ მოაწერა. დემობილიზაცია იმ სამხედრო მოსამსახურეებს შეეხებათ, რომლებიც სამხედრო სამსახურში "განსაკუთრებით რთულ პერიოდში" იყვნენ გაწვეულნი. დოკუმენტი ძალაში უკვე შევიდა.