მასობრივი არეულობები ნიჟეგოროდსის კოლონიაში. ხელჩართული ჩხუბის შედეგად ერთი პატიმარი დაიღუპა, 15 კი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. უწესრიგობების აღკვეთა სპეცრაზმის გამოძახების შემდეგ გახდა შესაძლებელი.პატიმრებმა ორი სახანძრო კიბე დაწვეს და საკნები სასტიკად დაარბიეს. ხელჩართული ჩხუბი თითქმის 3 საათს გრძელდებოდა.