მოსკოვში 9 მაისის აღლუმს კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის ლიდერი დაესწრება. ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას ისლამ კარიმოვიც მიიღებს. უზბეკეთმა მეორე მსოფლიო ომში 400 ათასი მოქალაქე დაკარგა, 130 ათასი კი დაკარგულად ითვლება.