მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკოს საქმე განიხილა და ის წინასწარ პატიმრობაში 30 ივნისამდე დატოვა.
სასამართლომ უკრაინის რადისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი სავჩენკოს იმუნიტეტი კვლავ არ აღიარა და მის გათავისუფლებაზე უარი თქვა.
სავჩენკოს ბრალი რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში თანამონაწილეობაში ედება, რასაც ის უარყოფს.