იემენის ლეგიტიმური ხელისუფლება ქვეყანაში გაეროს სამშვიდობოების შესვლას ითხოვს. საგანგებო განცხადებით უშიშროების საბჭოს გაეროში იემენის მუდმივმა წარმომადგენელმა მიმართა. ჰალედ ალემანის განცხადებით, სამშვიდობოები პირველ რიგში ადენსა და ტაიზში უნდა შევიდნენ, რათა დაუცველი ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ბარბაროსული ძალადობის აქტები შეწყდეს. სახელმწიფო გადატრიალება ხუსიტმა ამბოხებულებმა იემენში 2 თვის წინ მოაწყვეს.