კომუნისტები ანდრეი მაკარევიჩს რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ. პარტია "რუსმა კომუნისტებმა" უკრაინის პრეზიდენტს სპეციალური განცხადებითაც მიმართეს, სადაც ისინი პეტრო პოროშენკოს მაკარევიჩისთვის უკრაინის პასპორტის მიცემას სთხოვენ. პარტიის ლიდერის, მაქსიმ სურაიკინის განცხადებით, მუსიკოსი რუსეთის ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებს, უკრაინის ხელისუფლების მიმართ კი ლოიალურად არის განწყობილი. ამიტომ, უმჯობესი იქნება, მაკარევიჩმა მოქალაქეობა შეიცვალოს.