დონბასში საერთაშორისო ინსპექტორთა ჯგუფი შევიდა. სამონიტორინგო მისია დანიელი, კანადელი, პოლონელი და მოლდოველი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. საერთაშორისო ექსპერტები აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებას შეისწავლიან, რის შემდეგაც სპეციალურ ანგარიშს წარმოადგენენ. მისია 2 კვირას გასტანს. ექსპერტები მუშაობას კრემატორსკიდან დაიწყებენ.