უკრაინელი სამხედრო მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა. განსასჯელმა მკერდის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სავჩენკო რუსების ტყვეობაში გასული წლის ზაფხულიდან იმყოფება. მას რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ადანაშაულებენ, რის გამოც შიმშილობა აქვს გამოცხადებული. დღეს დაცვის მხარემ პროცესზე სპეციალური დოკუმენტი წარმოადგინა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ სავჩენკო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადეპუტატო იმუნიტეტის სარგებლობს, თუმცა ბასმანის სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა ასამბლეის სესიაზე სავჩენკოს გაშვების შესახებ არ დააკმაყოფილა. გუშინ კი მოსამართლემ სავჩენკოს საქმეზე წინასწარი გამოძიების ვადა ნოემბრამდე გააგრძელა.