იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა მსოფლიოში კატასტროფულად გაიზარდა. საგანგაშო სტატისტიკას დევნილთა საკითხების ნორვეგიული საბჭო აქვეყნებს. ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ გასულ წელს დევნილთა რიცხოვნობა 11 მილიონით გაიზარდა და დღეისათვის 38 მილიონს აღემატება. ამავე ანგარიშის მიხედვით ყოველდღიურად მსოფლიოში დევნილი 30 ათასამდე ადამიანი ხდება.