მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკოს ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე დასწრების უფლება არ მისცა. შუამდგომლობით მოსამართლეს რუსების ტყვეობაში მყოფი მფრინავის ადვოკატმა მიმართა. ილია ნიკოვმა პროცესზე იმის დამადასტურებელი დოკუმენტიც წარმოადგინა, რომ სავჩენკო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატის იმუნიტეტით სარგებლობს, თუმცა მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გუშინ ბასმანის სასამართლომ სავჩენკოს საქმეზე საგამოძიებო პროცესი ნოემბრამდე გაახანგრძლივა.