დუშანბელმა სამართალდამცავებმა თარლითობის ბრალდებით მე-10 კლასელი მოსწავლე დააპატიმრეს. ხუშდილ კურბანოვი თავს პრეზიდენტ ემომალი რახმანოვის ვაჟად ასაღებდა და მოქალაქეებს თანხებს სძალავდა. მოზარდი ქრთამის სახით სოლიდურ თანხებს იღებდა. ერთ-ერთ მეწარმეს ის მიწის ნაკვეთის საკითხის მოგვარებას დაჰპირდა, რაშიც მისგან 50 ათასი დოლარი მიიღო. ამის შემდეგ ის ტაჯიკ მაღალჩინოსნებს ტელეფონით დაუკავშირდა და მამის სახელით საქმის მოგვარება უბრძანა. საბოლოოდ მოზარდი პოლიციამ დააკავა.