რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში კრემაციის დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს. სინოდის შეკრებას პატრიარქი კირილიც ესწრებოდა. მართლმადიდებელი ქრისტიანების დაკრძალვის წესის შესახებ კანონი სინოდმა ერთხმად დაამტკიცა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გარდაცვლილის კრემაცია მართლმადიდებლური ეკლესიისთვის არასასურველი მოვლენაა და დასაშვებია მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითისთვის მაშინ, როდესაც გარდაცვლილის ცხედრის ტრანსპორტირება ვერ ხერხდება. გარდაცვალების შემდეგ კრემაცია ანდერძით ლეგენდარულმა რუსმა ბალერინამ მაია პლისეცკაიამ დაიბარა, რომელიც მიუნჰენში გასულ კვირას გარდაიცვალა.