ჟან მარი ლეპენი ქალიშვილს გვარის შეცვლას ურჩევს. მამა ლეპენი ეროვნული ფრონტის ლიდერს, მარინ ლეპენს მას შემდეგ გაუნაწყენდა, რაც ის თავისივე დაფუძნებული პარტიიდან გარიცხეს. ამის მიზეზი კი მის მიერ ჰოლოკოსტზე გაკეთებული სკანდალური განცხადებები გახდა. 86 წლის პოლიტიკოსმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ჰოლოკოსტი მეორე მსოფლიო ომის მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდი იყო, რის გამოც მან არამხოლოდ ქალიშვილი, არამედ ეროვნული ფრონტიც აღაშფოთა. მამა-შვილ ლეპენების ურთიერთობა იმდენად გამწვავდა, რომ ვეტერანმა პოლიტიკოსმა ქალიშვილს გათხოვებისა და გვარის შეცვლისკენ მოუწოდა.