საერთაშორისო კოალიცია ერაყში ისლამური სახელმწიფოს პოზიციებს ბომბავს. საჰაერო იერიშები ანბარის პროვინციაში განხორციელდა. წერტილოვან დარტმებს 18 ჯიჰადისტი ემსხვერპლა, ათობით კი მძიმედ დაიჭრა. განადგურებულია თვითნაკეთი ბომბების სახელოსნო, რომელშიც ისლამისტები ასაფეთქებელ მოწყობილობებს ამზადებდნენ.