ვაშინგტონი ისლამური სახელმწიფოს ლიდერებზე ინფორმაციისთვის ჯოლდოდ 20 მილიონ დოლარს აწესებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ერაყში ჯიჰადისტთა მეთაურის, აბდ რაჰმან მუსტაფა კადულიზე ინფორმაციის მიმწოდებელი 7 მილიონ დოლარს მიიღებს, პანკისის მცხოვრებ თარხან ბათირაშვილზე, იგივე უმარ აშ-შიშანზე ჯილდოდ 5 მილიონია დაწესებული. ასევე 5 მილიონს მიიღებს ინფორმატორი, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" პრეს-მდივან აბუ მუჰამედ ადნანზე ინფორმაციას მოიპოვებს. 3 მილიონი დოლარი კი ვაშინგტონმა ტაჰარ ბენ ფალიჰ ავანი ხარზიზე დააწესა. აშ-შისანის შესაძლო დაღუპვასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, რაც ოფიციალურად არ დადასტურებულა.