ანტალიის სასტუმროში 40-მდე ადამიანი მოიწამლა
ანტალიის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მხუთავი გაზით 40-მდე ტურისტი მოიწამლა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი სასტუმრო Hestia Resort & Spa-ს აუზში არასწორმა დეზინფექციამ გამოიწვია, რის შედეგადაც ქლორი მჟავასთან რეაქციაში შევიდა და მხუთავი აირი წარმოიქმნა. დაზარალებულთაგან 11 ტურისტი და სასტუმროს 29 თანამშრომელია.