ფინეთმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყება 900 ათასამდე რეზერვისტმა მიიღო. სააგენტო როიტერის ინფორმაციით, მობილიზაცია სკანდინავიის ქვეყნებსა და რუსეთს შორის გამწვავებულ ურთიერთობითა და უკრაინის კრიზისით არის განპირობებული. ფონეთის თავდაცვის უწყების განმარტებით, ღონისძიება მიზნად ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას და გეგმიური ინსტრუქციების ჩატარებას ისახავს.