ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი 8-10 მაისს ე.წ. საზღვარზე გადასასვლელებს კეტავს. ამის შესახებ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურში განაცხადეს.
„მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებული დღესასწაულის პერიოდში 8 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით საზღვრის გადაკვეთის ადგილებში არ განხორციელდება მოქალაქეთა გაშვება სამხრეთ ოსეთის საზღვარზე საქართველოსთან. აღნიშნული აკრძალვა დაკავშირებულია დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან“, -აცხადებენ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურში და დასძენენ, რომ მოქალაქეტა გაშვების რეჟიმი 11 მაისიდან განახლდება.
შეგახსენებთ, 9 მაისს, ოკუპირებულ ცხინვალში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე ტრადიციულად საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.