ოპეკის "კალათის" ფასი გაიზარდა.
საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 20 აპრილის მდგომარეობით ოპეკის "კალათის" ფასი ბარელზე 0,94 აშშ დოლარით გაიზარდა და 81,83 აშშ დოლარი შეადგინა.
ოპეკის "კალათის" ფასი რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ბარელზე 140,73 დოლარს შეადგენს, რომელიც 2008 წლის 3 ივლისს დაფიქსირდა.