თბილისის ზღვაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს” შსს-ში განუცხადეს, სადაც განმარტავენ, რომ ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნება.
,,ნაპოვნია არასრულწლოვანი, ჩამომხრჩვალი გოგონას ცხედარი. ცხედარს დაზიანების კვალი არ აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკს 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს”, _აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგონა ჩანთის სახელურით არის ჩამომხრჩვალი და შესაძლოა ეს იყოს მკვლელობა და არა თვითმკვლელობა.