ბელარუსში ოპოზიციაზე ზეწოლა გრძელდება. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ნიკოლაი სტატკევიჩი გამოსასწორებელი კოლონიიდან ციხეში დააბრუნეს. მოსამართლის განმარტებით, ამის მიზეზი ექსკანდიდატის მიერ კოლონიის შინაგანაწესის დარღვევა გახდა. სტატკევიჩი 2010 წლის დეკემბერში დააპატიმრეს და მასობრივი არეულობის ორგანიზება დასდეს ბრალად. პატიმრობის ვადის ამოწურვამდე მას წელიწადი და 7 თვე დარჩა, თუმცა პრეზიდენტის სახელზე შეწყალების დაწერას არ აპირებს.