მორიგი კატასტროფა ინდოეთში. მახარაშტრას შტატში პიროტექნიკის მწარმოებელი ქარხანა აფეთქდა. უბედურ შემთხვევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი მძიმედ დაშავდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ორი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.