ბოსტონელმა ტერორისტმა ჯოხარ ცარნაევმა სასამართლო პროცესზე იტირა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისმა ჩეჩენმა ნათესავებმა მოსამართლეებს მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება სთხოვეს. მასშტაბური ტერორისტული აქტი ძმებმა თამერლენ და ჯოხარ ცარნაევებმა ბოსტონის მარათონზე 2013 წლის აპრილში განახორციელეს, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, 264 კი დაშავდა. უფროსი ცარნაევი სპეცოპერაციისას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შედეგად დაიღუპა, 21 წლის ჯოხარს კი სასიკვდილო განაჩენი ელის.