ბრიტანეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავშესაფრის ნაკლებობის, დაბინძურებული წყლისა და მძიმე სანიტარული პირობების გამო შესაძლოა, ქვეყანაში ქოლერა, დიზენტერია და სხვა დაავადებები გავრცელდეს.
ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საფრთხის აღმოსაფხვრელად საჭიროა დაბინძურებული ტერიტორიების დასუფთავება და სასწრაფო პრევენციული ზომების მიღება. ბრიტანეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის პრესსპიკერის თქმით, ქოლერა ნეპალში ენდემურია, გასულ წელს ამ დაავადებით 600 ადამიანი დაავადდა, 2009 წელს კი ეპიდემიის შედეგად 300 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ამიტომაც შექმნილი ვითარების გამო, ქოლერას გავრცელების საშიშროება დიდია.
დაახლოებით ათი დღის წინ მომხდარი 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, 8 000-მდე ადამიანი დაიღუპა, 14 000-ზე მეტი კი დაშავდა. დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას 4 000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო მაშველი ცდილობს.
შეგახსენებთ, ნეპალში ძლიერი მიწისძვრა 25 აპრილსმოხდა.