ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდები 364-დღიანი ვადიანობისაა.
აუქციონში ოთხი კომერციული ბანკი მონაწილეობდა. მოთხოვნამ 37 200 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტით, მაქსიმალური 7.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.098 პროცენტით განისაზღვრა.