ლიტვაში შპიონაჟის ბრალდებით რუსეთის მოალაქე, ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალი ,,დელფი” ავრცელებს.
ლიტვის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა მოიძია და პროკურატურას გადასცა მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც, ეჭვმიტანილი 29 აპრილს ლიტვის საწინააღმდეგო სადაზვერვო ოპერაციას ახორციელებდა.მისი მიზანი ლიტვის სპეცსამსახურებში, კერძოდ კი სადაზვერვო სასახურში მოხევდრა იყო.” - ნათქვამია ლიტვის სახელმწიფო უშიშროების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვილნიუსის საოლქო სასამართლომ პროკურორის თხოვნა დააკმაყოფილა და ეჭვმიტანილის სამი თვით დაკავების ნებართვა გასცა.
სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის შეფასებით, ლიტვის გენპროკურატურამ შეძლო და მხოლოდ ლიტვის ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვრების კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთა.
ლიტველი პოლიტიკოსის არტურას პაულაუსკასის თქმით, რუსეთის სპეცსამსახურები ლიტვაში საკმაოდ ინტენსიურად მოქმედებენ და მათი მიზანია, ლიტვის მიერ უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მიღებაზე მანიპულაციისა და გავლენის შესაძლებლობა მოიპოვონ.
შპიონაჟის მცდელობაზე დაწყებულია გამოძიება.