დამასკოს სამხრეთით, რუქნ-ედ-დინის რაიონში დღეს დილით ტერორისტების ჯგუფი გაანადგურეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო ,,სანა” იუწყება, სირიის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ტერორისტებს დედაქალაქში შეღწევის საშუალება არ მისცეს და დივერსანტთა ჯგუფის ყველა წევრი ადგილზე გაანადგურეს.
მათ შორის ერთმა თავი აიფეთქა.
სავარაუდოდ, ანტიტერორისტული ოპერაცის ჩატარებისას დაზიანება 6 ადამიანმა მიიღო.
თვითმხილველების თქმით, რუქნ-ედ-დინის რაიონში აფეთქებას სროლები მოჰყვა, რომელიც სირიის არმიის ლოჯისტიკისა და შესყიდვების მართვის დეპარტამენტის შენობასთან ისმოდა.
ტელეარხ ,,ალ-ჯაზირას” ცნობით, სროლებისას დაიჭრა დეპარტამენტის უფროსი, გენერალი მუჰამედ იდი, რომელიც ამ დროისთვის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.