ლატვიის ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთი ქვეყნის საზღვრებთან სამხედრო გემები, წყალქვეშა და საჰაერო ხომალდები დააფიქსირეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ- პორტალი ,,დელფი” ავრცელებს.
მათი მონაცემებით, რუსული სამხედრო ხომალდები ლატვიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, სახელმწიფო ტერიტორიულ წყლებთან 5 საზღვაო მილის დაშორებით შენიშნეს.
,,ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა ამოიცნეს სამხედრო-სადესანტო ხომალდი Ropucha, Kilo-ს ტიპის წყალქვეშა და,Parchim - ის ტიპის მომცრო ნავსაწინააღმდეგო ხომალდი. ასევე სამხედრო-სატრანსპორტო ავიამზიდი АН-22, რომელმაც ფრენა ბალტიის ზღვის თავზე, ლატვიის ოფიციალური საზღვრის გასწვრივ განახორციელა.”. - ნათქვამია ,,დელფის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.