უკრაინის სახელისუფლო ძალები შიროკინოსა და გორლოვკის რაიონში ამბოხებულთა პოზიციების გარღვევას ცდილობენ. ამის შესახებ დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გვარდიის პრეს-ცენტრი იტყობინება. სეპარატისტთა მტკიცებით, მათი პოზიციები უკვე რამდენიმე დღეა, ინტენსიურად იბომბება, თუმცა ამბოხებულები პოზიციებს ინარჩუნებენ. ანალოგიურ ბრალდებას ამბოხებულებს კიევი უყენებს. უკრაინული მხარის მტკიცებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 56-ჯერ დაარღვიეს.