პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მოქმედ პრეზიდენტს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებაში ადანაშაულებს. მაგდალენა ოგურეკის მტკიცებით, მოსკოვთან ურთიერთობის დაძაბვა ბრონისლავ კომოროვსკის ბრალია. "სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ მოსკოვსა და ვარშავას შორის ურთიერთობა დაიძაბა. პრეზიდენტის და მისი ჩივობნიკების მიერ გაკეთებულიმესიჯების გამო დღეს რუსულ მედიაში პოლონეთს რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მტრად აღიქვამენ,"-აღნიშნა ოგურეკმა.