ბელარუსსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დათბა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. "ადრე ქვეყნები ცდილობდნენ ერთმანეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. შემდეგ დასავლეთმა პოლიტიკა შეიცვალა. ჩვენ გვსურს, რომ ავსტრიამ და დასავლეთმა ბელარუსი უკეთ გაიცნონ და სწორი ნაბიჯები გადადგან,"-აღნიშნა ლუკაშენკომ.