ნეიროქირურგი ბენ კერსონი ამერიკის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. მედიკოსი იმედოვნებს, რომ მომავალ საპრეზიდენტო რჩევნებში რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს. 65 წლის ექიმი ამჟამად პენსიაშია. საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას ის 4 მაისს დეტროიტიდან იწყებს. რესპუბლიკური პარტიიდან საკუთარი კანდიდატურები უკვე წამოაყენეს სენატორებმა ტედ კრუზმა და რენდ პოლმა.