ახალი პროექტებიდან გამომდინარე იქნება ცვლილებები თუმცა, ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალმა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განუცხადა.
"ჩემთვის მთავარი არის პროფესიონალიზმი, პატიოსნება და პატრიოტიზმი. ამ კრიტერიუმებს ვინც აკმაყოფილებს, ყველა თანამშრომელი შეინარჩუნებს თანამდებობას. იქნება გარკვეული ცვლილებები, ახალი პროექტებიდან გამომდინარე, თუმცა ძირითადი ბირთვი იქნება შენარჩუნებული, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს სამინისტროში", - აღნიშნა ხეჩიკაშვილმა.