საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმის განხილვა განახლდება. სხდომას თავად ბრალდებული არ დაესწრება.
სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან. Aადვოკატები პროცესზე დამატებითი მტკიცებულებების წარდგენასაც გეგმავენ.
საქმე ეხება თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს "თბილ-სერვის-ჯგუფიდან" სახელმწიფოს კუთვნილი 5 მილიონი ლარის გაფლანგვას.