ბოლო 24 საათის განმავლობაში დონბასსა და ლუგანსკში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სეპარატისტებმა 56-ჯერ დაარღვიეს. ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრეს-სამსახური იტყობინება. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა შექმნილი სოფელ შიროკინოსთან, სადაც უკრაინული პოზიციები საარტილერიო ჭურვებით იბომბება. ოფიციალური კიევის განმარტებით, უკრაინული მხარე შიროკინოდან სამხედრო ნაწილების გაყვანას არ აპირებს.