ინციდენტი დიდ დიღომში. გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე გვიან ღამით ახლაგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაზარალებულს თავს საკუთარ მანქანასთან დაესხნენ. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს ჭრილობა ზურგის მარცხენა არეში აქვს მიყენებული. დაზარალებული ღუდუშაურის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ამ დროისთვის დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.