მკვლელობა შუახევში. შუახევჰესის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სამი ადამიანი დაჭრა. დაზარალებულები მეგობრების დახმარებით საავადმყოფოში მივიდნენ, თუმცა ადგილზე ექიმების არ არსებობის გამო მათ დროული დახმარება ვერ აღმოუჩინეს. დავით დავითაძე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, შუახევის საავადმყოფოში გასულ კვირას სტაციონალური მკურნალობა გაუქმდა, რის გამოც ექიმები საავადმყოფოში მხოლოდ დღის საათებში იმყოფებიან. ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ქედის მუნიციპალიტეტში დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე 108-ე მუხლით მიმდინარეობს.