რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის საფუძველზეც, მედიის საშუალებით ტერორიზმისა და ექსტრემიზმისკენ მოწოდებისთვის კანონდამრღვევებს, მილიონ რუბლამდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული წყაროები ავრცელებენ.
იგივე დანაშაულისთვის კანონი ჯარიმის სახით 100 000 რუბლს ითვალისწინებდა.
ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სახელმწიფო სათათბირომ და ფედერაციის საბჭომ აპრილის ბოლოს დაამტკიცეს.