ნეპალში სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილია 7040 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი 14 ათასს აჭარბებს, ხოლო 6 ათასზე მეტი ადამიანი საავადმყოფოებში რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას ნეპალის გადაუდებელი ოპერაციების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ნეპალის ჩრდილოეთით ზვავებში მოყოლილი 50-ზე მეტი უცხოელის ცხედარი იპოვეს. მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.
გაერო ნეპალს ტვირთების კონტროლის დროებით გამარტივებისკენ მოუწოდებს, რადგან საზღვარზე ტვირთების კონტროლის მკაცრი წესების გამო, ნეპალში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა გართულებულია.
ნეპალში 7.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 25 აპრილს დაფიქსირდა.